ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა” ფარგლებში აცხადებს კონკურსს გრასრუტ ინიციატივების მხარდასაჭერად.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ისეთი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მოსახლეობის ცოდნისა და ინფორმირებულების დონის ამაღლებას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, ევროპული იდენტობისა და ღირებულებების, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაციას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებისა და მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მედიაწიგნიერების გაძლიერებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი