en
ge

ტენდერი ვიდეო რგოლების დამზადებაზე

"ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად" პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი და იწყება წინადადების მიღება ვიდეო რგოლის დასამზადებლად. 

აღნიშნული ვიდეო იქმნება ინკლუზიური მედია-კამპანიის ფარგლებში. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს, ერთის მხრივ, პროექტის, ასევე, მისი სამიზნე აუდიტორიის და მათი შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას და მეორეს მხრივ - გაზარდოს სამიზნე აუდიტორიის ინტერესი და მათი სურვილი ჩაერთონ შრომის ბაზარში. 

ინკლუზიური კამპანია მოიაზრებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებისა და არხის გამოყენებას. მათ შორის, სოციალურ მედია-კამპანიას, ვიდეოებს, სხვადასხვა სახის მიზნობრივი კონტენტის შექმნასა და მის გავრცელებას. კამპანიის საბოლოო შედეგად უნდა გაიზარდოს ინკლუზიურობის ხარისხი და პოტენციური დამქირავებლების ლოიალურობა სამიზნე ჯგუფების დასაქმების თვალსაზრისით. 

წყარო: Jobs.ge