სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიული განათლების მქონე პირებისა და იურიდიული ფაკულტეტის მეორე/მესამე კურსის სტუდენტებისათვის. წარმატებული კანდიდატები გაივლიან 6 თვიან სტაჟირებას. სტაჟირების პერიოდში სტუდენტებს მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ადვოკატებისთვის ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
ვაკანტური ადგილი: 2.
სტაჟიორთა შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც ჩატარდება ორ ეტაპად: CV-ს გადარჩევისა და გასაუბრების ფორმით.
წყარო:jobs.ge