ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Sea Of Wine“ ფარგლებში, გიწვევთ ტრენინგზე „ღვინის ტურიზმი - ახალი შესაძლებლობების გამოვლენა“.
სასწავლო კურსი ღვინის ტურიზმით დაინტერებულ პირებს და ტურიზმის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს სთავაზობს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას ღვინის ტურიზმის სფეროში უახლესი მიდგომების და საერთაშორისო ბაზარზე არსებული წარმატებული ბიზნესმოდელების გაზიარებით.
ტრენინგის ხანგძლივობა: 20 საათი ტრენინგის ჩატარების დრო: 21, 24, 25, და 28 იანვარი, 09:45-დან 15:00 საათამდე.
ტრენინგი გაიმართება ონლაინ, ZOOM პლატფორმის მეშვეობით. შერჩეული მონაწილეები ტრენინგზე დასასწრებ ბმულს მიიღებენ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (რეგისტრაციის ლინკი იხილეთ ქვემოთ).
ტრენინგის მონაწილეებს, რომლებიც სრულად გაივლიან სასწავლო კურსს, (დაესწრებიან ოთხივე დღეს და დაფარავენ 20 საათს) გადაეცემათ სერთიფიკატი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
წყარო: docs.google.com