აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარების (HICD) PLUS პროექტი იწვევს 5 სხვადასხვა სფეროს დარგობრივ ექსპერტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (MOEP) დასახმარებლად. ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რაც ითვალისწინებს დიდი რაოდენობით ახალი პერსონალის დაქირავებას. კადრების შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გეგმავს პერსონალისათვის ტრენინგის ჩატარებას სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის გარემოს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ცენტრის (EIEC) საშუალებით. EIEC შეიმუშავებს და ჩაატარებს ხუთ სატრენინგო კურსს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის (180 ინსპექტორი) და სატყეო სააგენტოს (569 რეინჯერი) ახლადდასაქმებული თანამშრომლებისათვის.
უწევს რა დახმარებას MOEP-ს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, (HICD) PLUS სამუშაოდ იწვევს ქიმიკოს/ბიოლოგს, რომელსაც მოეთხოვება წყლისა და ნიადაგის ნიმუშების აღებისა და ანალიზის გამოცდილება.
წყარო:jobs.ge