en
ge

ღია კარის საგრანტო კონკურსი

"ევროპის ფონდი" იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2022 წლის 18 იანვრიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. 

ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს განვრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი ფონდის მისიასა და მანდატებს უნდა შეესაბამებოდეს. 

პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთან, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ფართო სამოქალაქო ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან/და ქვეყნის დონეზე. 

წყარო: Jobs.ge