en
ge

მეტყევეობის ექსპერტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: USAID/HICD PLUS Project
  • დაწყების თარიღი: 09.09.2013
  • ბოლო ვადა: 16.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62460/
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარების (HICD) PLUS პროექტი იწვევს 5 სხვადასხვა სფეროს დარგობრივ ექსპერტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (MOEP) დასახმარებლად. ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რაც ითვალისწინებს დიდი რაოდენობით ახალი პერსონალის დაქირავებას. კადრების შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გეგმავს პერსონალისათვის ტრენინგის ჩატარებას სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის გარემოს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ცენტრის (EIEC) საშუალებით. EIEC შეიმუშავებს და ჩაატარებს ხუთ სატრენინგო კურსს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის (180 ინსპექტორი) და სატყეო სააგენტოს (569 რეინჯერი) ახლად დასაქმებული თანამშრომლებისათვის.
უწევს რა დახმარებას MOEP-ს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, (HICD) PLUS სამუშაოდ იწვევს მეტყევეობის ექსპერტს, რომელსაც მოეთხოვება მეტყევეობის სფეროს კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების, დენდროლოგიის, მეტყევეობის თემების (მათ შორის ტყეების მართვის, მცენარეთა დარგვის, დაცვის, გამოხშირვის, კონტროლირებადი წვის, ჭრის და სატყეო მასალების დამზადების) კარგი ცოდნა.
წყარო:jobs.ge