CSRDG, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“.
კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ენერგო-ეფექტურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი