აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარების (HICD) PLUS პროექტი იწვევს 5 სხვადასხვა სფეროს დარგობრივ ექსპერტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (MOEP) დასახმარებლად. ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რაც ითვალისწინებს დიდი რაოდენობით ახალი პერსონალის დაქირავებას. კადრების შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გეგმავს პერსონალისათვის ტრენინგის ჩატარებას სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის გარემოს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ცენტრის (EIEC) საშუალებით. EIEC-ი შეიმუშავებს და ჩაატარებს ხუთ სატრენინგო კურსს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის (180 ინსპექტორი) და სატყეო სააგენტოს (569 რეინჯერი) ახლადდასაქმებული თანამშრომლებისათვის.
უწევს რა დახმარებას MOEP-ს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, (HICD) PLUS სამუშაოდ იწვევს საკანონმდებლო ექსპერტს, რომელსაც მოეთხოვება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ზოგადი ადმინისტრაციული და გარემოსდაცვითი სფეროს შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსის, სამოქალაქო სამართლის კარგი ცოდნა.
წყარო: jobs.ge