"ფონდი ტასო", "თანასწორობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, და თანამშრომლობით "ქალთა ფონდთან საქართველოში", ახორციელებს 2-წლიან პროგრამას ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშესაწყობად და აცხადებს კონკურსს ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდასაჭერად.
კონკურსის მიზნები:
- დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის ხელშეწყობა;
- ქალთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება და მათი საქმიანობის მედეგობის მხარდაჭერა;
- ადგილობრივ დონეზე მოხალისეობის კულტურის დანერგვა-მხარდაჭერა;
- ქალთა მოძრაობის გასაძლიერებლად მიმართული საქმიანობის, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების, ჯგუფებისა და აქტივისტების ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა.
წყარო: Jobs.ge