en
ge

სათემო აქტივიზმის ტრენინგი

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამის „სათემო აქტივიზმის ტრენინგი“-ს მონაწილეების მიღებაზე. სასწავლო პროგრამა მოიცავს ონლაინ სასწავლო კურსს და პირისპირ ტრენინგს. 

სასწავლო პროგრამა „სათემო აქტივიზმის ტრენინგი“ განკუთვნილია სათემო ლიდერებისა და აქტივისტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო მოძრაობებსა და/ან სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს და სურთ კამპანიების წარმართვა არსებული საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი