„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აცხადებს მოხალისეების მიღებას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის. მისიაში 300-ზე მეტი დამკვირვებელი ჩაერთვება. ორგანიზაციისთვის ეს უკვე მეორე ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
დამკვირვებელი უნდა იყოს:
- საქართველოს მოქალაქე;
- 18 წლის ასაკის და ზევით;
- არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი/აქტივისტი.
პირობები:
- მისიაში მონაწილეობა არ ითვალისწინებს ჰონორარს, თუმცა მოხალისეებს გადაეცემათ კვებისათვის 50 ლარი და ტელეფონის ხარჯების ასანაზღაურებლად – 10 ლარი;
- მოხალისეების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის მიერ;
- დამკვირვებლები გაივლიან ტრენინგს, რომელიც გაიმართება ოქტომბრის მესამე კვირაში;
- მოხალისეების სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე, 27 ოქტომბერი;
- ვინაიდან დამკვირვებლები განლაგებული იქნებიან მათი რეგისტრაციისგან განსხვავებულ საარჩევნო უბნებზე, ისინი ვერ შეძლებენ არჩევნებში ხმის მიცემას;
- ოლქებსა და უბნებში განაწილებისას შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება დამკვირვებლების სურვილი;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეავსეთ
მოცემული ფორმა* არაუგვიანეს 27 სექტემბრისა. მოხალისეების შერჩევა გასაუბრების შემდეგ მოხდება.
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: volunteer@transparency.ge ან (+995 32) 291 14 03.
წყარო:transparency.ge