აშშ-ს საელჩოს თბილისში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება აცხადებს 2022 წლის წიგნის თარგმნის პროგრამას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
წიგნის თარგმნის პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ონლაინ კონსულტაციას, რომელიც 31 იანვარს, 17:00 საათზე საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გაიმართება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი