en
ge

საგრანტო კონკურსი - სასათბურე წარმოების განვითარება

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: USAID/NEO პროექტი
  • დაწყების თარიღი: 10.09.2013
  • ბოლო ვადა: 09.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62518/
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (NEO) არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან სხვა მოვლენების შედეგად.
NEO აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში (იხ. დანართი C - NEO-ს სამიზნე სოფლების და იძულებით გადაადგილებულ პირთა ლოკაციის ჩამონათვალი). საგრანტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მოცემული სამუშაო აღწერილობის შესაბამისად. გრანტების გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ისა და აშშ მთავრობის იმ წესების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებს ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემულ გრანტებს და ასევე NEO-ს გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი, 2013 წ., 17:00 სთ.
წყარო: jobs.ge