ამერიკის საელჩოს ბუქმობილი აშშ-ის საელჩოს პროგრამის “თემის ელჩების” ფარგლებში ეძებს ახალგაზრდებს, რომლებსაც საკუთარ თემში ინოვაციურ იდეებზე პროექტის განხორციელება სურთ.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გალავნის,ფრეზეთისა და წეროვნის დასახლებებში მცხოვრებ 16-25 წლის ახალგაზრდებისგან შემდგარ გუნდებს ან ინდივიდუალურ მონაწილეებს, რომლებიც შემდეგ განადაწილდებიან გუნდებად.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ როგორც საჭიროებების კვლევაზე, ასევე მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას პროექტების წერასთან დაკავშირებით. გამარჯვებული/გამარჯვებულები გამოვლინდებიან გუნდებად და მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას პროექტის განსახორციელებლად.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში