არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აღმოსავლეთ საქართველოში ატარებს ტრენინგებს დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილული იქნება უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა. ტრენინგებს ჩაატარებენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი.
ტრენინგები ჩატარდება:
- 21 სექტემბერს - თელავში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) თემა: დისკრიმინაციის აკრძალვა
- 22 სექტემბერს - თელავში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) თემა: პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
- 28 სექტემბერს - გორში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) თემა: დისკრიმინაციის აკრძალვა
- 29 სექტემბერს - გორში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) თემა: პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
ტრენინგზე დასწრება შეუძლია ამ საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
ტრენინგები იმართება პროექტის - "ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ.
ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში