en
ge

ფოტო კონკურსი - „მე მომწონს ჯანსაღი ცხოვრების წესი!“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: geoyouth
  • დაწყების თარიღი: 10.09.2013
  • ბოლო ვადა: 10.11.2013
  • ბმული: http://www.geoyouth.ge/?act=page&id=51
14 დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის და კოლეჯების სტუდენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.!!
ფოტო კონკურსის თემატიკა:
•კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ფოტოები ჯანსაღი ცხოვრების ისეთ კომპონენტებს უნდა მიეძღვნას, როგორიცაა – სპორტული ღონისძიებები, ვარჯიშები, სხეულის გაკაჟება, ლაშქრობა, ჯანსაღი კვება, აქტიური დასვენება, პოზიტიური განწყობა, ცხოვრების პოზიტიური აღქმა;
•ან წარმოდგენილ ფოტოზე უნდა აისახოს მავნე ჩევების (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ნიკოტინზე დამოკიდებულება) უარყოფითი მხარეები. ფოტოებმა მავნე ჩვევების მიმართ ნეგატიური განწყობა და პროტესტი უნდა გამოიწვიონ.
ფოტო კონკურსში მონაწილეობის წესები:
•გაიარეთ რეგისტრაცია ვებ–გვერდზე www.geoyouth.ge-ზე (დარეგისტრირდით აქ)
•ატვირთეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო
•ფოტოები განთავსდება GeoYouth Facebook გვერდზე
•ფოტოები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის თემატკას, არ განთავსდება GeoYouth Facebook-ზე.
•არ განთავსდება GeoYouth-ის 2011 –2012 ფოტო კონკურსებში მონაწილე ფოტოები და ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოები
•ფოტოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 10 ნოემბერი
კონკურსში გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოება
•გამოვლინდება 3 გამარჯვებული – 2 (ორი) გამარჯვებული შეირჩევა „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, რომელიც მიიღო ფოტომ, ხოლო 1 (ერთ) გამარჯვებულს დაასახელებს სპეციალური ჟიური
•გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სერტიფიკატებით
•20 საუკეთესო ფოტოს ავტორს ასევე გადაეცემა სერტიფიკატები
წყარო: geoyouth.ge