14 დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის და კოლეჯების სტუდენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.!!
პოსტერებისა და ნახატების კონკურსის თემატიკა:
•კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი პოსტერი/ნახატი ჯანსაღი ცხოვრების ისეთ კომპონენტებს უნდა მიეძღვნას, როგორიცაა – სპორტული ღონისძიებები, ვარჯიშები, სხეულის გაკაჟება, ლაშქრობა, ჯანსაღი კვება, აქტიური დასვენება, პოზიტიური განწყობა, ცხოვრების პოზიტიური აღქმა;
•ან წარმოდგენილ პოსტერზე/ნახატზე უნდა აისახოს მავნე ჩევების (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ნიკოტინზე დამოკიდებულება) უარყოფითი მხარეები. პოსტერი/ნახატიებმა მავნე ჩვევების მიმართ ნეგატიური განწყობა და პროტესტი უნდა გამოიწვიონ.
პოსტერებისა და ნახატების კონკურსში მონაწილეობის წესები:
•გაიარეთ რეგისტრაცია ვებ–გვერდზე www.geoyouth.ge-ზე (.:რეგისტრაცია:.)
•გადაიღეთ თქვენი ნახატის ან პოსტერის ფოტო და ატვირთეთ ჩვენს ვებ–გვერდზე აქ(.:რეგისტრაცია:.)
•ნახატი ან პოსტერი, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის თემატკას, GeoYouth Facebook-ზე. არ განთავსდება
•ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 10 ნოემბერი.
კონკურსში გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოება
•გამოვლინდება 3 გამარჯვებული – 2 (ორი) გამარჯვებული შეირჩევა „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო 1 (ერთ) გამარჯვებულს დაასახელებს სპეციალური ჟიური
•გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სერტიფიკატებით
•20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს ასევე გადაეცემა სერტიფიკატები
წყარო: geoyouth.ge