აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე. სულ დაფინანსდება საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის და სხვა მონათესავე სპეციალობების 20 მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტი.
გრანტის მოცულობა: $250 თვეში.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე.
საბუთების მიღება: ღია (ყოველი თვის ბოლო პარასკევი).
სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე. სტაჟირების გავლა შესაძლებელია წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საჯარო უწყებებში. სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო პოლიტიკის კვლევაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელებაში. სტაჟირებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას ეთმობა, არ დაფინანსდება. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აპლიკანტებს რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა, და ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მაგისტრატურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას. EWMI G-PAC-ის სტაჟიორები, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებასა და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, ერთი თვის განმავლობაში მოხალისეობრივ საფუძვლებზე დაეხმარებიან EWMI G-PAC-ის მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ პროგრამას ან არასამთავრობო ორგანიზაციას.
საბუთების მიღება დაწყებულია!
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
** EWMI G-PAC-ის საგანაცხადო ფორმა (იხილეთ დანართი);
** სამოტივაციო წერილი;
** ავტობიოგრაფია (CV);
** ოფიციალური წერილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან საჯარო უწყებიდან, რომლითაც ორგანიზაცია/უწყება ადასტურებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს სტაჟიორს; წერილში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სამი ან ოთხი საჯარო პოლიტიკის კვლევასთან ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიასთან დაკავშირებულ ვალდებულება;
** პირადობის მოწმობის ასლი.
საგანაცხადო ფორმები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, თუმცა, ინგლისური უკეთესია.
სტაჟირების განმავლობაში EWMI G-PAC-ისთვის ანგარიშის წარდგენა მოხდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ან G-PAC-ის ვებ-გვერდზე: www.ewmi-gpac.org ან EWMI G-PAC-ის ოფისში (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული), სამუშაო საათების განმავლობაში, 9:00-დან 17:00 საათამდე.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მარიამ ვარდანაშვილს, პროგრამის კოორდინატორს, ელ. ფოსტით: vmaria@ewmi-gpac.org ან ტელეფონით (32) 20 24 44, შიდა: 104. საბუთები გაუგზავნეთ მარიამ ვარდანაშვილს ელ. ფოსტით ან ამობეჭდილი (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული, თბილისი).
G-PAC დაფინასებულია USAID-ის მიერ და მას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
წყარო:jobs.ge