სექტემბრიდან „მედია პორტალი" მოქალაქე ჟურნალისტებისთვის კვლავ იწყებს კონკურსს „ჩემი თვალით”.
კონკურსის თემაა: „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები”.
კონკურსის მიზანია არჩევნების მაქსიმალურად ობიექტურად გაშუქება და ამ მოვლენის განსხვავებული, მოქალაქე ჟურნალისტის თვალით დანახვა.
15 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ყველას, ვისაც უკვე შეგისრულდათ 18 წელი, შეგიძლიათ, გააგზავნოთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო ან ვიდეოამბავი.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული - საუკეთესო ვიდეოამბავი, საუკეთესო ფოტოამბავი და აუდიტორიის რჩეული, რომელსაც facebook-ის მომხმარებელი like -ების საშუალებით აირჩევს.
გამარჯვებულები დაესწრებიან „მედია პორტალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების პროდიუსერის ნათია აბრამიას ტრეინინგს, რომელიც თბილისში გაიმართება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში