en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: Go Group Media და პრაღაში არსებული ორგანიზაცია Transitions Online
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.09.2013
  • ბმული: https://www.facebook.com/GoGroupMedia?ref=stream
Go Group Media და პრაღაში არსებული ორგანიზაცია Transitions Online აცხადებს კონკურსს სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებიც გაივლიან ტრენინგს ახალ მედიაში და შეისწავლიან თანამედროვე ჟურნალისტიკის საფუძვლებს.
ათი თვის განმავლობაში პროექტის „ჟურნალისტები მშვიდობიანი კავკასიისთვის" მონაწილეებს 10 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რის შემდეგაც მოამზადებენ მულტიმედიურ მასალებს.
პროექტის საწყის ეტაპზე კონკურსის გზით შერჩეულ თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა თანამედროვე მობილური ტელეფონი (სმარტფონი), რომლითაც ისინი ისარგებლებენ სწავლების პროცესში.
პროექტის დასასრულს ყველაზე აქტიური მონაწილეები დაესწრებიან საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კურსს პრაღაში.
კანდიდატები უნდა ფლობდნენ რუსულ ენას სასაუბრო დონეზე და ჰქონდეთ საბაზისო კომპიუტერული ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე maka.tsnobiladze@gogroupmedia.net 2013 წლის 15 სექტემბრამდე.
წყარო: Go Group Media–ს გვერდი სოციალურ ქსელში