en
ge

კონკურსი - ინდივიდუალური კონსულტაციები სოც. საწარმოთათვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CSRDG
  • დაწყების თარიღი: 12.09.2013
  • ბოლო ვადა: 25.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62692/
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა, აცხადებს კონკურსს "ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოთათვის".
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის, განვითარების ხელშეწყობა.
სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროექტი ხორციელდება "Bread for the World"-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება სოციალური მეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის.
წყარო: jobs.ge