en
ge

„ფემინსტრიმი“ ეძებს ავტორებს

ქალთა ფონდი საქართველოში აგრძელებს პროექტს „ფემინსტრიმი“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება“. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური პოდკასტების შექმნის გზით. 

კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 ავტორი. თითოეული მოამზადებს ოთხ პოდკასტს. პოდკასტები განთავსდება „ფემინსტრიმის“ Facebook-სა და Youtube- გვერდზე, ასევე, Soundcloud-სა და სხვა პლატფორმაზე. პოდკასტების ტექსტური ვერსია განთავსდება პუბლიკა • Publika-სა და Women's Fund in Georgia-ის ვებგვერდებზე. 

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე.

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში