en
ge

კურსი – მონაწილეობითი ბიუჯეტირება

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო პროგრამაზე. 

მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსი აგებულია თანამედროვე მიდგომების და პრაქტიკული გამოცდილების საფუძვლეზე და პროგრამის მონაწილეს საშუალებას აძლევს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშრებით. 

კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელელეების და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. 

სააპლიკაციო ფორმა 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი