en
ge

ინტერვიუერი/მკვლევარი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: დემოკრატიული ინსტიტუტების განვით. აკადემია
  • დაწყების თარიღი: 12.09.2013
  • ბოლო ვადა: 26.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62734/
დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების აკადემია (DIDA) არის მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2013 წელს. მისი მუშაობის ძირითადი სფერო არის ანალიტიკური კვლევების განხორციელების გზით საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნა.
ორგანიზაცია პროექტის "კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შესაძლებლობების შესწავლა/ანალიზი" ფარგლებში აცხადებს კონკურსს ინტერვიუერ/მკვლევარის პოზიციის დასაკავებლად თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ორგანიზაციას ესაჭიროება 15 მკვლევარ/ინტერვიუერი შემდეგ რეგიონებში: თბილისი 1, მცხეთა-მთიანეთი 1, კახეთი 2, ქვემო ქართლი 1, შიდა ქართლი 1, სამცხე-ჯავახეთი 1, იმერეთი 2, რაჭა-ლეჩხუმი 1, სვანეთი 1, სამეგრელო 1, გურია 1 და აჭარა 2.
წყარო:jobs.ge