შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2022 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
კონკურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,Horizon 2020”-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის (CALIPER), რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისთვის კვლევისა და ინოვაციის დაკავშირებას, ფარგლებში დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის გეგმის“ შესრულებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი