საერთაშორისო ორგანიზაცია Transitions (TOL) და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა ონლაინ სწავლების კურსებში მონაწილეობის მისაღებად აცხადებენ კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის თემებზე: სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის და ონლაინ უსაფრთხოება.
კურსები განკუთვნილია სამოქალაქო აქტივისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბისთვის, მოხალისეებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სოციალური ცვლილებების განხორციელებაში. კურსების მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.
ონლაინ ლექციები ჩატარდება სამშაბათს და ხუთშაბათს.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, გარდა ამისა მათ საშუალება ექნებათ გახდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ პლატფორმის დეველოპერების ჯგუფის წევრები.