en
ge

კონკურსი ვებ-გვერდისა და ლოგოს დამზადებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ჰოლანდიის სტიპენდიატთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 15.09.2013
  • ბოლო ვადა: 22.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62826/
"ჰოლანდიის სტიპენდიატთა ასოციაცია საქართველოში" არის რეგისტრირებული ქსელი, რომელიც აერთიანებს ჰოლანდიაში განათლებამიღებულ და სწავლით დაინტერესებულ პირებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის სფეროში ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობების გაძლიერებას, შექმნას ჰოლანდიაში განათლებამიღებულ პროფესიონალთა ქსელი, პოპულარიზება გაუწიოს ჰოლანდიის სასწავლო პროგრამებს საქართველოში.
ქსელის განვითარებისთვის ასოციაცია გეგმავს საინფორმაციო ვებ-გვერდის შექმნას. ამ მიზნით იგი აცხადებს კონკურსს ვებ-გვერდის და ლოგოს დამზადებაზე.
შესასრულებელი სამუშაო:
** ლოგოს დამზადება;
** დომენის დარეგისტრირება (www.haag.ge), შესაბამისი ელ-ფოსტის შექმნა;
** ვებ-გვერდის დიზაინის მომზადება;
** მარტივი მონაცემთა ბაზის შექმნა და ვებ-გვერდთან დაკავშირება.
ვებ გვერდი უნდა:
** იყო ადვილად სამართავი და განახლებადი;
** იძლეოდეს წევრთა რეგისტრაციის შესაძლებლობას (მონაცემთა ბაზა).
მომსახურების ვადები: კონტრაქტის გაფორმებიდან 1 თვე. სამუშაო უნდა დასრულდეს 2013 წლის 15 ნოემბრამდე.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი ასოციაციების/ქსელების ვებ-გვერდებს:
http://hanbrazil.org/site/en/
http://nanc.nesochina.org/
http://www.hanindia.org/
http://www.ikaned.org/
http://hanmexico.org.mx/
http://www.nanr.ru/
დაინტერესებულ კომპანიებს ვთხოვთ, 2013 წლის 22 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: the.haag@yahoo.com წარმოადგინოთ:
** შემოთავაზება (სავარაუდო დიზაინი და ფასი);
** თქვენი პორტფოლიო;
** საკონტაქტო ინფორმაცია.
წყარო:jobs.ge