en
ge

ტრენინგი მასწავლებლებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ადამიანი გაჭირვებაში
  • დაწყების თარიღი: 16.09.2013
  • ბოლო ვადა: 04.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62866/
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იწვევს მასწავლებლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის თემაა - სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით.
ტრენინგების მიზანია, დაინტერესებულ მასწავლებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიეცეთ აღნიშნული მეთოდოლოგიის გაცნობის და მისი საშუალებით პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობა. ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებისთვის, როგორც თბილისიდან ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდებათ სასწავლო მასალა (დოკუმენტური ფილმები, მასაწვლებლის წიგნი); გაიცემა სერთიფიკატი.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში:
ლანჩხუთი - 8.10.2013
ქუთაისი - 11.10.2013
თელავი - 12.10.2013
ზუგდიდი - 15.10.2013
ბორჯომი - 19.10.2013
რუსთავი - 26.10.2013
თბილისი - 27.10.2013
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 ოქტომბერი, 2013 წელი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე (8 საათი)
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგის გავლის მსურველებმა შემდეგ მისამართზე: shorena.kuchukhidze@peopleinneed.cz უნდა გადმოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ადამიანი გაჭირვებაში
თბილისი (+995 32) 2 92 00 15; 595 30 44 52
ქუთაისი (+995 431) 25 25 65
http://www.pin.ge | http://www.peopleinneed.cz
წყარო:jobs.ge