en
ge

სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის ტრენინგი – „ბიზნეს გეგმის მომზადება“

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრი - CDRC, საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის აცხადებს კონკურსს ტრენინგზე ”ბიზნეს გეგმის მომზადება ” მონაწილეობის მისაღებად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რესურს ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.
2 დღიანი ტრენინგი ჩატარდება 2013 წლის 10-11 ოქტომბერს, ქ. თბილისში. დეტალური ინფორმაცია დამატებით მიეწოდებათ უკვე არჩეულ კანდიდატებს.
ტრენინგზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
•რატომ გვჭირდება ბიზნეს გეგმა
•სწორი ფინანსური გათვლები (ხარჯები; ფასთწარმოქმნა; მოგება/ზარალის ანგარიშგება; მოთხოვნა კაპიტალზე)
•საგადასახადო საკითხები
•დაფინანსების წყაროები (არსებული საკრედიტო პროგრამები, პროცედურები, საფრთხეები)
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლები.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, არ განიხილება ის კანდიდატები ვისაც უკვე აქვს გავლილი იგივე ტრენინგ კურსი.
ტრენინგში მონაწილეობის უფლება მიენიჭება ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, ორგანიზატორების მიერ ხდება მხოლოდ მონაწილეთა სასტუმროში განთავსების თანხის დაფარვა - ერთი ღამე საუზმით და სატრანსპორტო ხარჯი.
მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, ვინც არ მოითხოვს სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფას, მოხდება სამივლინებო თანხების დაფარვა (დღიური 20 ლარი).
გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ: CDRC Training
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 27 სექტემბერი, 18:00 საათი
შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლებმა დაადასტურეთ მონაწილეობა ელექტრონულად:
ელ. ფოსტა: anicdrc@gmail.com
საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი
შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
მისამართი: თბილისი, დელისის პირველი შესახვევი# 5ა
ტელეფონი: +(995 32) 2 399 018/19
მობილი: 599 955282
ვებ გვერდი: www.cdrc.ge
წყარო:თემის განვითარების რესურს ცენტრი