en
ge

სხვადასხვა სასწავლო კურსები სამართალში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 17.09.2013
  • ბოლო ვადა: 11.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62897/
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე.
სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:
** კურსი "შესავალი სამართალში" (დამწყებ კურსელთათვის)
** სისხლის სამართალი;
** სამოქალაქო სამართალი;
** კონსტიტუციური სამართალი;
** საერთაშორისო სამართალი.
სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** 2 ფოტოსურათი (3/4);
** დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
** შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებ-გვერდიდან: www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).
კურსებზე მიღება ხდება წერითი გამოცდის საფუძველზე.
გამოცდების ფორმატი:
** სამოქალაქო სამართლის ჯგუფი - ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სამოქალაქო სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
** სისხლის სამართლის ჯგუფი - ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სისხლის სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
** კონსტიტუციური სამართლის ჯგუფი - ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალში.
** საერთაშორისო სამართლის ჯგუფი - ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართალში.
შესავლის ჯგუფში სწავლის მსურველებს მიეცემათ თემა, რომელშიც უნდა გამოავლინონ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი (ეს არ იქნება კონკრეტული სამართლებრივი საკითხების ირგვლივ).
საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.
სწავლა ფასიანია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ქ. თბილისი, კახიძის ქ. 15
ტელ: 2 936101 (შიდა 147 ან 125), 2 910883 (შიდა 147 ან 125)
საკონტაქტო პირები:
მარი აბულაძე: ltic@gyla.ge
თამარ მეტრეველი: metreveli@gyla.ge
წყარო:jobs.ge