en
ge

სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 17.09.2013
  • ბოლო ვადა: 11.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62898/
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში.
საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.
სწავლის მსურველებმა 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
** დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან მოსწავლის ბარათი);
** 2 ფოტოსურათი;
** შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან: www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).
საბუთების მიღება ხორციელდება ფონდის/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში. საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან გასაუბრებას. მოსწავლეთა შერჩევა მოხდება აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე.
საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15
ტელ: 2 936101, 2 910883 (შიდა ნომრები: 147/125)
საკონტაქტო პირები:
მარი აბულაძე - ltic@gyla.ge
თამარ მეტრეველი - metreveli@gyla.ge
წყარო:jobs.ge