en
ge

სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022

"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022", რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვა და აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელი უნარების განვითარება. მნიშვნელოვანია, პროექტის მონაწილეებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, განვითარების სურვილი და იყვნენ მოტივირებულნი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის, ქუთაისის, თელავის, გორის, ზუგდიდისა და ბათუმის უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. 

წყარო:jobs.ge