ქეა კავკასია აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ადგილობრივი სათემო ინიციატივებისა და იდეების მხარდასაჭერად. პროექტი ითვალისწინებს 15-24 წლამდე გოგონების, როგორც სამიზნე პოპულაციის, საჭიროებების გამოვლენას და ფოკუსირებული იქნება ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ქეა კავკასია იწვევს ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ინტერესის გამოხატვისთვის წინადადების წარსადგენად.
წყარო: ქეა კავკასია