"ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: "ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" იმერეთის რეგიონში უკვე 10 წელია, რაც ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა და ოჯახებს, ზრუნავს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავებაზე ბავშვთა განვითარების, განათლების და სოციალური ზრუნვის საკითხებში.
შერჩევის ეტაპები და პროცესები: კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული გადამზადება, როგორც ადგილზე (ქუთაისში) ასევე თბილისში (კვირაში 1-ელ ადგილზე ჩასვლით).
წყარო: jobs.ge