დედამიწის დღის აღსანიშნავად, გიწვევთ ესსეების კონკურსში ,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში’’ მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით, იაზრებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას და ჩართული არიან გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.
ესსეების წარდგენის საბოლოო თარიღია 19 აპრილი.
წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი