en
ge

ტენდერი ტრენინგების ჩატარებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: ISFED
  • დაწყების თარიღი: 18.09.2013
  • ბოლო ვადა: 27.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62962/
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იწვევს ორგანიზაციებს და კერძო პირებს სატენდერო განაცხადების შემოსატანად შემდეგ მომსახურებაზე:
1. ტრეინინგი ტრენერთათვის
მონაწილეთა რაოდენობა: 5-დან 15 თანამშრომლამდე
ტრენინგის დღეების რაოდენობა: 2-3 დღე დღეში არაუმეტეს 6 საათისა
2. ტრეინინგი საჯარო გამოსვლებსა და პრეზენტაციაში
მონაწილეთა რაოდენობა: 5-დან 15 თანამშრომლამდე
ტრენინგის დღეების რაოდენობა: მაქსიმუმ 2-3 დღე
3. ტრენინგი USAID-ის დაფინანსებული პროექტების მომზადებაში, მართვაში, ფინანსური მართვასა და ანგარიშგებაში
მონაწილეთა რაოდენობა: 5-დან 7 თანამშრომლამდე
ტრენინგის დღეების რაოდენობა: მაქსიმუმ 4 დღე
სატენდერო წინადადებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ვებ-გვერდი (თუ არსებობს);
** კერძო პირების შემთხვევაში - რეზიუმე;
** ინფორმაცია ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ;
** მომსახურების ჩამონათვალი და თითოეული მომსახურების ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით);
** მომსახურებაში უნდა შევიდეს ტრეინინგის ყველა ხარჯი, დარბაზის იჯარის ხარჯის გარდა;
** ტრეინინგების ხანგრძლივობა;
** თითოეული ტრეინინგის მოდულის მოკლე აღწერა დღეების მიხედვით.
ტრენინგების ჩატარების სავარაუდო დრო: 2013 წლის ნოემბერი.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და პირებმა, რომლებსაც შეუძლიათ ზემოთ მოცემული მომსახურების გაწევა, სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ 2013 წლის 27 სექტემბრის 14:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nodisharia@isfed.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნუცი ოდიშარიას:
(+995 32) 2 372882
nodisharia@isfed.ge
წყარო:jobs.ge