MAC Georgia და „რადიო თავისუფლება“ აცხადებენ მოკლე ფილმების კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკაზე.
კონკურსის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა პრობლემების შესახებ. MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იპოვოს და გააზიაროს მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია.
წყარო: მაკ საქართველო