კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს პარტნიორი ორგანიზაციების შესარჩევად ორ წლიანი თანამშრომლობისათვის, პროექტში - "კითხვა უკეთესი მომავლისათვის"(Reading for Better Future), რომელიც მიმდინარეობს ამერიკის განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით.
კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს. იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქრთველოში. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის თანაბარი პირობების შექმნა, მათი დამოუკიდებელობის ხარისხის გაზრდა და საზოგადოებაში ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტის მიზანია: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების (დაწყებითი კლასების ასაკის 5-12 წელი), აგრეთვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების კითხვისა და განათლების დონის გაუმჯობესება დაწყებითი კლასების ბაზაზე.
პროექტის გავრცელების გეოგრაფიული არეალია: თბილისი, ქობულეთის, ოზურგეთის, თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორის მუნიციპალიტეტები. ასევე სამცხე-ჯავახეთსა და მარნეულის რაიონი.
სამიზნე ჯგუფი:
ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან საგანმანათლებლო სისტემის მიღმა და/ან მათი ჩართულობა საგანმანათლებლო სისტემაში ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
** 5-12 წლის ასაკის სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე (სმენის არ მქონე /ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე უსინათლო და მცირედმხედველი) ბავშვები;
** 5- 12 წლის ასაკის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე) ბავშვები, განსაკუთრებით გოგონები.
პროექტის ამოცანაა: განათლების პროგრამებში პროექტის სამიზნე ჯგუფის ბავშვების ჩართვა და მათში კითხვისა და განათლების თანამედროვე პროგრამებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს პროექტის გეოგრაფიულ არეალში მყოფი - სამიზნე ჯგუფის ბავშვების მოძიება და გამოვლენა, რომლებიც დარჩენილი არიან საგანმანათლებლო სისტემის მიღმა (შესაძლოა არც ჰქონდეთ მინიჭებული შშმ პირის სტატუსი და არ ირიცხებოდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში) ან მათი ჩართულობა ატარებს მხოლოდ ფორმალურ სახეს, სამიზნე ჯგუფის ბავშვების შემდგომი შესაბამის საგანმანათლებლო სერვისში ჩართვის მიზნით.
კონკურსი ცხადდება სამ ლოტად გეოგრაფიული დაფარვის ზონების მიხედვით:
** თბილისის რეგიონი
** აღმოსავლეთ საქართველო - თეალავის, მარნეულის მუნიციპალიტეტები და სამცხე-ჯავახეთის რაიონი
** დასავლეთ საქრთველო - გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები.
პარტნიორი ორგანიზაცია პირველი წლის განმავლობაში ვალდებულია:
** შექმნას და წარმოადგინოს საკუთარი მეთოდოლოგია და გეგმა პროექტის სამიზნე კატეგორიის ბავშვების ინდენტიფიცირებისა ზემოთ მითითებული 1 ან რამდენიმე ლოტზე;
** აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩაუტაროს ტრენინგი და მოამზადოს პროექტში ჩართული ადგილობრივი კადრები;
** მოახდინოს შშმ ბავშვთა და მათი ოჯახების გამოვლენა და ინდეტიფიცირება "კარდაკარ" მოძიებით, მათ მიერ შემუშავებული და კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიით;
** მოახდინოს ბავშვების ანკეტირება და პირველადი შეფასება, მათი საგანმანათლებლო და სოციალური სტატუსის ინდენტიფიცირებით;
** მოახდინოს შესაბამისი საგანმანათლებლო ცენტრების, სკოლების, ან სხვა სერვისების მოძიება და გამოვლენილი ბავშვების რეფერირება;
** პარტნიორი ეხმარება პროექტს დაამყაროს თანამშრომლობითი ურთიერთობა რეგიონულ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან;
** რეგიონში არსებულ საგანმანთლებლო მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად მოახდინონ ინდენტიფიცირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შეფასება, შეიქმნას მათი პროფილი და მოხდეს მათი გადამისამართება შესაბამის საგანმანათლებლო სერვისში, სპეციალურ თუ ინკლუზიური პროფილის მქონე სკოლებში;
** მე-2 წლის ბოლოს ხდება ბავშვის გადაფასება, შედეგების ანალიზი და ინტერვენციის შემდგომი გეგმის სრულყოფა.
შერჩევის კრიტერიუმები:
საკონკურსო განაცხადების შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
** კონკურსის მიზანთან და პირობებთან შესაბამისობა;
** ორგანიზაციის ზოგადი კვალიფიკაცია და გამოცდილება, გამოცდილება პროექტის განხორციელებისა შესაბამის საქმიანობაში;
** დეტალური და ეფექტური ინტერვენციის გეგმა;
** სათანადო საკადრო პოლიტიკა და რესურსები
** ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობა.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები (ქართულ და ინგლისურ ენებზე):
** იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** მსგავსი საქმიანობის, გამოცდილების აღწერა;
** ინტერვენციის გეგმა-გრაფიკი (თხრობითი და გრაფიკული სახით);
** დეტალური ბიუჯეტი დაგეგმილი აქტივობების მიხედვით;
** ბიუჯეტის განმარტებები;
** ძირითადი პერსონალის CV.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 30 სექტემბერი.
კონკურსის მონაწილეებს შედეგები ეცნობება არაუგვიანეს 2013 წლის 6 ოქტომბრისა.
განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 599301820
საკონტაქტო პირი: დავით დადუნაძე
წყარო: jobs.ge