კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს პროექტის მენეჯერის (განათლების ექსპერტი, სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, პროექტში - "კითხვა უკეთესი მომავლისათვის"(Reading for Better Future), რომელიც მიმდინარეობს ამერიკის განვითარების სააგენტოს,USAID-ის მხარდაჭერით.
სამუშაო განაკვეთი: სრული
კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს. იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქრთველოში. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის თანაბარი პირობების შექმნა, მათი დამოუკიდებელობის ხარისხის გაზრდა და საზოგადოებაში ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტის მიზანია: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების (დაწყებითი კლასების ასაკის 5-12 წელი), აგრეთვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების კითხვისა და განათლების დონის გაუმჯობესება დაწყებითი კლასების ბაზაზე.
პროექტის გავრცელების გეოგრაფიულ არეალია: თბილისი, ქობულეთის, ოზურგეთის, თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორის მუნიციპალიტეტები. ასევე სამცხე-ჯავახეთსა და მარნეულის რაიონი.
სამიზნე ჯგუფი:
** ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან საგანმანათლებლო სისტემის მიღმა და/ან მათი ჩართულობა საგანმანათლებლო სისტემაში ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
** 5-12 წლის ასაკის სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე (სმენის არ მქონე /ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე უსინათლო და მცირედმხედველი) ბავშვები;
** 5- 12 წლის ასაკის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე) გოგონები;
პროექტის ამოცანებია:
** სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვების გამოვლენა და რეფერირება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების და განსაკუთრებით გოგონების, რომლებიც არიან საგანმანათლებლო სისტემის მიღმა;
** განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით საკითხავი მასალების, სახელმძღვანელოების და სწავლების მეთოდოლოგიის შექმნა-განვითარება სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის;
** განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით სახელმძღვანელოების შექმნა და ბეჭდვა სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის (1-6 კლასი);
** გზამკლევის შექმნა და ბეჭდვა პედაგოგებისა და მშობლებისათვის;
** განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით ტრენინგების უზრუნველყოფა პედაგოგებისა და მშობლებისათვის სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროების მხარდასაჭერად.
პასუხისმგებლობები:
გაუწიოს კოორდინაცია და ზედამხედველობა პროექტის შესაბამისი მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს როგორიცაა:
** კონკურსების გამოცხადება სახელმძღვანელოების შესაქმნელად;
** კონტაქტით აყვანილ ექსპერტებთან მუშაობა სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის სახელმძღვანელობის შესაქმნელად;
** ტრენინგების ჩატარება მშობლებისა და პედაგოგებისათვის;
** სმენის პრობლემების მქონე ბავშვების ინდეტიფიცირება და რეფერალი;
** ამ მიმართულებით მუშაობა განათლების სამინისტროსთან, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან, არსამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაიტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან;
** მუშაობა სპეც. სკლოებთან თბილისსა და ქუთაისში და სხვ.
საჭირო კვალიფიკაციები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება სასურველია არსებული პოზიციის მონათესავე სფეროში;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, კომუნიკაციისა და წერის უნარ-ჩვევები (სასურველია დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა, TOEFL ან IELTS);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** შესაძლებლობა წავიდეს საქმიანი მივლინებით;
** არასამთავრობო სექტორში მუშაობისთვის მზადყოფნა;
** სასურველია ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
შერჩევის კრიტერიუმები:
** განათლება
** მუშაობის გამოცდილება
** პრეზენტაციის უნარი და კომუნიკაბელურობა
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად ელ-ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა და გასაუბრება.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები (ქართულ და ინგლისურ ენებზე):
** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 30 სექტემბერი.
კონკურსის მონაწილეებს შედეგებს ვაცნობებთ არაუგვიანეს 2013 წლის 6 ოქტომბრისა და შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისათვის.
განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com
საკონტაქტო პირი: დავით დადუნაძე
საკონტაქტო ნომერი: 599301820
წყარო:jobs.ge