en
ge

კონკურსი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: USAID/NEO პროექტი
  • დაწყების თარიღი: 18.09.2013
  • ბოლო ვადა: 30.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62990/
USAID-ის მიერ დაფინანსებული "საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა - NEO" არის ოთხწლიანი პროექტი, რომლის მიზანია სოფლად შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის შემცირება, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. გარდა ამისა, NEO შესაძლებლობას მისცემს იძულებით გადაადგილებულ პირთა შერჩეულ თემებს (როგორც ძველს, ასევე ახალს) შეინარჩუნონ საოჯახო მეურნეობები და დაეხმარება ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგად დაზარალებულ თემებს. NEO აპირებს მიაღწიოს ამ მიზნებს შემდეგი ოთხი კომპონენტის განხორციელებით: ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა თემის დონეზე, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახებისა და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით რეაბილიტირებული საცხოვრებლების მდგრადობის ხელშეწყობა.
NEO-ის სურს მიიღოს ფასთა კოტირებები ნებადართული სერვისის მომწოდებლებისგან NEO-ს მონაცემთა ბაზების საფუძველზე განახლებადი ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურებისათვის. ამ მომსახურებისათვის NEO აპირებს გააფორმოს ქვეკონტრაქტი ფიქსირებული ფასით (რაც ითვალისწინებს გადახდებს წარმოდგენილი სამუშაოების საფუძველზე). ქვეკონტრაქტის მინიჭება მოხდება ოქტომბრის თვეში. სავარაუდოდ, გეომონაცემთა ბაზის შექმნას დასჭირდება 2 თვე, ხოლო ზედამხედველობას - 3 თვე.
წყარო:jobs.ge