en
ge

შშმ პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტი

2022 წლის 05 მაისიდან ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით იწყებს შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის უფასო საპილოტე პროგრამის განხორციელებას ბათუმში რეგისტრირებული 12 სრულწლოვანი და აქტიური ცხოვრებით დაკავებული შშმ პირისთვის, რომლებიც სწავლობენ, მუშაობენ ან/და ჩართულნი არიან სხვადასხვა სპორტულ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა მსგავს საზოგადოებრივ ღონისძებებში.

რეგულარული პერსონალური ასისტენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:

რეგულარული პერსონალური ასისტენტის მიერ შესასრულებელი სამუშაო ყველა ბენეფიციართან ინდივიდუალურია და გამომდინარეობს თითოეული ბენეფიციარის საჭიროებიდან, თუმცა პრიორიტეტი ენიჭება შშმ პირების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფუნქციონირებაში მხადაჭერას,

კერძოდ:

- თვითმოვლას და ჰიგიენის დაცვაში;

- კვებაში;

- სახლის/საოჯახო საქმეების შესრულებაში;

- ჯანმრთელობის დაცვაში;

- საზოგადოებრივი ცხოვრებასა და დასვენება-რეკრეაციაში მხარდაჭერას;

- ყველა სხვა იმ აქტივობას, რაც განსაზღვრულია რეგულარული ასისტირების შემთხვევებში, სახელმწიფო სტანდარტის N3 დანართით (,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანება და შესაბამისი დანართები შეგიძლიათ იხ. ბმულზე).

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში