en
ge

რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტი

ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებისგან საჭირო მონაცემების, დოკუმენტების შეგროვება, დახარისხება, სამუშაო ფორმების სწორად შევსების უზრუნველყობა და სერვისთან/პროგრამასთან დაკავშირბეული სხვა აუცილებელი დოკუმენტების სათანადოდ წარმოება და შენახვა.
  • ბენეფიციარის საჭიროებების განსაზღვრა და პროგრამაში ჩართვის უზრუნველყოფა.
  • ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებისა და ამავე ბრძანების დანართების შესაბამისად პროგრამის/სერვისის განხორციელების უზრუნველყოფა და პერიოდული შეფასება-მონიტორინგი.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისში/პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან, მათ ოჯახებთან მჭიდრო კომუნიკაცია სერვისის/პროგრამის სათანადოდ განხორციელბისა და მონიტორინგის მიზნით.
  • პერსონალური ასისტენტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგი ყოველთვიური შინაარსობრივი ანგარიშების და საათობრივი აღრიცხვის ფორმების  წარმოების, წარდგენის და  შეფასების  გზით.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის, დოკუმენტების დამუშავება და ანალიზი, საბოლოო ანგარიშის პროექტის გუნდთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის ბენეფიციარებთან, სერვისის/პროგრამის სპეციალისტებთან, პროგრამის/სერვისის განმახორციელებელთან (ქალაქ ბათუმის მერიასთან)  წარდგენა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად.

 ანაზღაურება:  თვეში 600 ლარი.

აუცილებელი მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის/პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების მსურვლეთათვის:

კვალიფიკაცია: 

უნარ-ჩვევები: 

  • მაღალი მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
  • კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის/პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების მსურვლთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი
  • რეზიუმე / CV
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია სამედიცინო ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართლებით განათლება).

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველ პირებს, თქვენი საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: batumi.ilc@gmail.com ან მატერიალური სახით მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის (ყოფილი ტელმანის) ქ. N135. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 557 57 40 00

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში