en
ge

ტენდერი ვებსაიტის დამზადებაზე

„უფლებები საქართველო“ აცხადებს მოთხოვნას ვებსაიტის დამზადების შესახებ წინადადებების მიღებაზე.

ვებსაიტის მიზანი:

„უფლებები საქართველო“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“.

პროექტის ფარგლებში იგეგმება მოქალაქეობის არმქონე პირთა ვებპორტალის Stateless.ge-ის შექმნა. ვებპორტალის მიზანს წარმოადგენს ერთ სივრცეში ყველა იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრა, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეობის არქონასთან.

ვებსაიტის შინაარსის, სტრუქტურის, დიზაინისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

წყარო: jobs.ge