en
ge

ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი

  • თუ ცხოვრობ შიდა ქართლში და დაინტერესებული ხარ ახალგაზრდული საკითხებით...
  • ხარ აქტიური მოქალაქე და გინდა იმოქმედო ცვლილებებისთვის
  • თუ ხარ მოტივირებული შენს თემში არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით განახორციელო ინიციატივა

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

შეავსე ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 2022 წლის 1 მაისამდე და მონაწილეობა მიიღე ახალგაზრდულ რეგიონულ ფორუმში.

ფორუმის მიზანია, წარმოაჩინოს შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების მობილიზებისა და აქტიური ჩართვის მნიშვნელობა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში.

ახალგაზრდული ფორუმი ერთდღიანი ღონისძიებაა და 21 მაისს გაიმართება.

კონკურსის წესით შეირჩევა 40 ახალგაზრდა შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტიდან.

ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში