ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იწვევს იმერეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მისაღებად.
იმერეთის მხარის CSO's/CBO's წარმომადგენლების ვიზიტები მოეწყობა დასავლეთ საქართველოს რეგიონების წარმატებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში.
სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 1 მაისამდე.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში