en
ge

პროფესიული სასწავლო პროგრამა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს შერჩევას, პროფესიულ სასწავლო პროგრამაში - ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა - მონაწილეთა მისაღებად.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში.

პროგრამა დაიწყება 2022 წლის ივლისში და დასრულდება 2023 წლის ივნისში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები, ასევე ინგლისურ და ქართულ ენებზე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nationalsecurity@gfsis.org

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი, 2022 წელი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში