„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მცხოვრები (18-35 წლის) ახალგაზრდებისთვის, პროექტის „#GEONext - პარტნიორობა ახალგაზრდობის ჩართულობისთვის“ ფარგლებში. პროექტი, რომელიც ფინანსურად მხარდაჭრილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებასა და მათ მხარდაჭერას. პროექტის გუნდი ასევე გამოკვეთს ადგილობრივების საჭიროებებს და ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციაზე, ინკლუზიაზე, კლიმატის ცვლილებებსა და მდგრადობაზე, და რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებაზე გუნდური ინიციატივების განხორციელებას.
წყარო: jobs,ge