წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი დაინტერესებულია მიიღოს მომსახურება, რომელიც მოიცავს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (გორი, ჩოხატაური, ხელვაჩაური) მონაწილეობით ბიუჯეტირების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას, კერძოდ, სოციალური მედიის მართვასა და შესაბამისი სარეკლამო მასალების მომზადებას.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მაღალი დონის ჩართულობას. ის, დროის გასვლასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება საქართველოში და უკვე ინერგება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.
სატენდერო წინადადების მიზანია 3 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, ჩოხატაური, ხელვაჩაური) მხარდაჭერა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დანერგვა/გაძლიერების კუთხით, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე სოციალურ მედია-პლატფორმაზე (ფეისბუქზე) შესაბამისი, კამპანიის მხარდამჭერი გვერდების შექმნასა და მართვას, ხოლო უკვე შექმნილი გვერდის(ების) ტექნიკურ აუდიტს და საჭიროებიდან გამომდინარე სარეკლამო მასალების მომზადებას.
კონკურსი გამოცხადდა პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ მეორე ფაზის ფარგლებში რომელსაც ახორცილებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პური მსოფლიოს (BftW) მხარდაჭერით. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა მონაწილეობისა და ჩართულობის გზით, მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი ცხოვრების უკეთ მართვა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიღება.
შესასრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა:
კონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაო მათ შორის მოიცავს:
საქმიანობის პერიოდი: 2022 წლის ივნისი - ნოემბერი;
წყარო: civilin.org