საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწის/სტაჟიორის მიღებაზე.
იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 20 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2022 წლის ივნისიდან.
სტაჟირების პროცესი წარიმართება როგორც პირისპირ, ისე - დისტანციურ რეჟიმში.
წყარო: gyla.ge